fbpx

მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“-ბიძინა ივანიშვილი

ღმერთმა მომასწორს და მოვესწრები ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. ოპონენტიც რომ ასეთი ჯანსაღი იქნება, ქვეყანა გაცილებით სწრაფად განვითარება. დღევანდელი ოპოზიცია რეალური ოპონენტის როლს შესაძლოა, ერთ-ორი პროცენტით ასრულებს. გზების ძიებაში რომ უკეთესი აჩვენოს და „ქართულმა ოცნებამ“ თვითონაც დაიწყოს რაღაცის გადახედვა, ეს არ ხდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა, არ აქვს არგუმენტები და ამიტომაც მთლიანად ჩაიძირა სიცრუეში.

„მათ არ აქვთ იმის ნიჭი, უკეთესი გზები მოძებნონ, რომ ქვეყნის განვითარება დაჩქარდეს. მათი ნიჭია, იცრუონ. არ აქვთ თემატურ კრიტიკა, ვერც საგარეო საკითხებზე და კორუფციაზე საუბრობენ, ვეღარც პოლიციაზე, რადგან ყველაფერი გაცილებით უკეთესია და მათ მეტი, კიდევ უკეთესი არ იციან. ეს არის პრობლემა და ეს არის ჩემი ოცნება, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ნიჭიერმა დაიკავოს ხელისუფლების სადავეები, „ქართული ოცნების“ მსგავსი ნიჭით დარჩეს ოპონენტის როლში. გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს განვითარების ტემპი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება