fbpx

„მოვდივარ ჩემი ქვეყნის დასაცავად როგორც რიგითი მოქალაქე“ – 30 აპრილის აქციას ცნობილი სახეებიც უერთდებიან

30 აპრილის აქციას ცნობილი სახეებიც უერთდებიან და ვიდეომიმართვაში საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაიგეგმა აქცია.

„მოვდივარ ჩემი ქვეყნის დასაცავად როგორც რიგითი მოქალაქე. მოვდივარ ჩემი ოჯახის დასაცავად და ჩემი რწმენის დასაცავად“, – აცხადებს მომღერალი ზურა ხაჩიძე.

„მოვდივარ ჩემი შვილების მომავლისთვის“, – ამბობს მსახიობი დათო დარჩია.

„მოვდივარ იმიტომ, რომ მინდა მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს მომღერალი თემურ თათარაშვილი.

„საქართველო უპირველეს ყოვლისა. ამისთვის მოვდივარ“, – ამბობს რუსუდან შარაძე.

„მოვდივარ ჩვენი შვილების მომავლისთვის“, – ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

„მოვდივარ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგვცენ საშუალება თავისუფლად ვისუნთქოთ და ვიარსებოთ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი არჩევანის მიხედვით“, – ამბობს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი.

„მე ჩემი ოჯახისთვის მოვდივარ. მე ჩემი ქვეყნისთვის მოვდივარ“, – ამბობს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი.

„მე მოვდივარ იმიტომ, რომ ვარ მართლმადიდებელი და მწამს ღმერთის და მე არ მინდა, რომ ამას ვინმე ეხებოდეს. მოკლედ მე მოვდივარ 30-ში 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – ამბობს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება