fbpx

მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი, არ გაუკრიტიკებია უკრაინა და უკრაინელი ხალხი-არჩილ თალაკვაძე

საქართველოს ხელისუფლების, მმართველი გუნდის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკრიტიკებია დასავლეთი, არ გაუკრიტიკებია უკრაინა და უკრაინელი ხალხი – არ გაუკრიტიკებია არცერთი ის ადამიანი, ვინც ამ რთულ დღეებში უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძე იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდს გადადგმული აქვს ყველა ნაბიჯი, რაც საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად შეეძლო.ირაკლი კობახიძემ და “ქართული ოცნების” გუნდმა მხოლოდ უსამართლო, დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ბრალდებებს გასცა პასუხი, რაც თავის მხრივ სანქციებისთვის გვერდის ავლას ეხებოდა. ეს კი დასავლეთის ან უკრაინის კრიტიკად ვერ ჩაითვლება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება