fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში, – ამის შესახებ პარლამენტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ამ თვალსაზრისით საჭიროდ ჩათვალეს „ქართული ოცნებიდან“ გასვლა, რომ ვინმეს არ ეთქვა – რატომ საუბრობს ამაზე პარტიის წევრი.

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ომში ჩართვისკენ პირდაპირი მოწოდებები.

„ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, მთელი ეს პროცესი, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი. თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, არ უნდა მქონდეს მე პარტიული შეზღუდვა, შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს, ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება. მაშინაც იყო საუბარი, რომ მოდით წინასწარ ვთქვათ, ეს ამიტომ არის გაკეთებული, მაგრამ ჩავთვალეთ რომ დავლოდებოდით, სადამდე მივიდოდა ეს პროცესი“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის შეფასებაში გამოჩნდა საღად მოაზროვნე ადამიანი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნებისმიერი პოლიტიკოსი, თუ მას რაიმე ინტერესი და ზეწოლა არ აქვს ვინმეს მხრიდან, ყველამ ისე უნდა შეაფასოს, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან, რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება და ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი.

„რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება. მათ თქვენ დაგავალდებულეს წინაპირობების შესრულება კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, მაშინ, როცა დანარჩენი ორი სახელმწიფოსთვის

პოლიტიკა30 ივნისი 2022, 11:35/ სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ფოტო: საქართველოს პარლამენტისტატიის გაგრძელება

დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში, – ამის შესახებ პარლამენტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ამ თვალსაზრისით საჭიროდ ჩათვალეს „ქართული ოცნებიდან“ გასვლა, რომ ვინმეს არ ეთქვა – რატომ საუბრობს ამაზე პარტიის წევრი.

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ომში ჩართვისკენ პირდაპირი მოწოდებები.

„ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, მთელი ეს პროცესი, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი. თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, არ უნდა მქონდეს მე პარტიული შეზღუდვა, შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს, ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება. მაშინაც იყო საუბარი, რომ მოდით წინასწარ ვთქვათ, ეს ამიტომ არის გაკეთებული, მაგრამ ჩავთვალეთ რომ დავლოდებოდით, სადამდე მივიდოდა ეს პროცესი“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის შეფასებაში გამოჩნდა საღად მოაზროვნე ადამიანი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნებისმიერი პოლიტიკოსი, თუ მას რაიმე ინტერესი და ზეწოლა არ აქვს ვინმეს მხრიდან, ყველამ ისე უნდა შეაფასოს, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან, რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება და ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი.

„რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება. მათ თქვენ დაგავალდებულეს წინაპირობების შესრულება კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, მაშინ, როცა დანარჩენი ორი სახელმწიფოსთვის წინაპირობების შესრულება სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცედურად განისაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთის სტატუსის მინიჭებას. პრობლემა ამაში არაა. პრობლემაა ის, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს მათ, მაგრამ თქვენ – არა. რეალურ გამოწვევას კი ის წარმოადგენს, რომ წინაპირობები, რომლებიც თქვენ განგისაზღვრეს, სრულიად მოკლებულია კონკრეტიკას, არის მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის და არ ახლავს შეფასების ინდიკატორები. ეს ნიშნავს, რომ მათი შესრულების შესახებ მომავალში მსჯელობა იქნება ძალზედ სუბიექტური. შეუძლებელია მათი ობიექტურად შეფასება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება