fbpx

მიხეილ ყაველაშვილი რადიკალებზე: მთელი დღის განმავლობაში, ვერ უპასუხეს ერთადერთ კითხვას – რა არის ჩვენს კანონპროექტებში ისეთი, რის გამოც შეიძლება ევროკავშირში არ მიგვიღონ? შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან, მაგრამ სამაგიეროდ, მაგიდის აყირავება ეხერხებათ

მათი მიზანი იყო, რომ კომიტეტის სხდომა ჩაეშალათ – ეს ნათელი იყო მათი ქმედებებით, შეძახილებით, შეურაცხყოფებით და ა.შ. ვერანაირად ვერ დაასაბუთეს, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები [ევროპული გზიდან გადახვევა] გამოიწვიოს, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას.

მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფების გუშინდელი ქმედებები არათუ გასაკვირი არ ყოფილა, არამედ მოსალოდნელიც იყო, მაგრამ 

„ვიცით, ეს ხალხი როგორ მოქმედებს, როცა სხდომის ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს, მაგრამ, წითლიძემ და სამნიძემ, რომელიც თვალებში მიყურებდა, ისე გადააყირავა მაგიდა, ნამდვილად გამაკვირვეს. ესენი მერე კონსტრუქციულობაზე და ა.შ. გვესაუბრებიან. გავიმეორებ – არ მინდა ის ევროპა, რომელიც მეუბნება, რომ დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო… ეს არის ევროპა? ამ კითხვაზე ვერ გპასუხობენ. ვერ უპასუხეს მთელი დღე კითხვას, რა არის ამ კანონპროექტში ისეთი, რომ ევროკავშირში შეიძლება არ მიგვიღონ – შინაარსშიც ვერ შემოდიოდნენ“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება