fbpx

მიხეილ ყაველაშვილი – მხოლოდ ელენე ხოშტარიას ოჯახის მიმართაა ვალდებულება და ვერ შეუჩერა დაფინანსება რუსეთმა, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადალახა?

მხოლოდ ელენე ხოშტარიას ოჯახის მიმართაა ვალდებულება და ვერ შეუჩერა დაფინანსება რუსეთმა, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადალახა? – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიასთან და მის ოჯახთან რუსეთმა ანგარიშვალდებულება დაიტოვა და ომის შემდგომ ჰონორარს ჩვეულებრივ უხდის.

„რუსეთი, რომელმაც პირველმა დაარღვია ყველა წითელი ხაზი, შეიჭრა უკრაინაში, გაზს უთიშავს ევროპას, თავის მოქალაქეებს, რომლებიც არ დაეთანხმენ, ზოგმა გამოასწრო იქედან, ზოგი სამსახურიდან გაუშვა და ა.შ. წარმოიდგინეთ, ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი დარჩა, ვისთანაც რუსეთმა ასეთი ანგარიშვალდებულება დაიტოვა და ომის შემდგომ, გავრილოვის ღამეს აღარ ვთვლი, ჰონორარს ჩვეულებრივ უხდის. მხოლოდ ელენე ხოშტარიას ოჯახის მიმართაა ეს ვალდებულება და ვერ შეუჩერა დაფინანსება რუსეთმა, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადალახა? ერთხელ დაგისვამთ კითხვა? ეს კითხვები მუდმივად იარსებებს. მე მას ვურჩიე, ქუჩა-ქუჩა სირბილს და პოლიტიკას შეეშვას, სხვა საქმიანობას მიხედოს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება