მიხეილ ყაველაშვილი: გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა არჩევნები საქართველოში

„გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა არჩევნები საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულ პარტიას წარმატებები უსურვა.

„მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, თითოეულ მათ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებულ პარტიას მივულოცავ არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება