მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთამინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის,განათლების, სოციალურ საკითხებსა და სხვა მიმართულებებსხელმძღვანელობს.შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებიგანიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვისსისტემების განვითარების, სოციალური დაცვისა და სამედიცინო განათლებისსფეროში გამოცდილების გაზიარებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალშიერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ინსტიტუციურიპარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე.მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანწვლილს შეიტანს როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისგანვითარებაში, ისე სხვა საზოგადოებრივ მიმართულებებში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება