მიხეილ სარჯველაძე – “პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა – ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა”

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ახლავაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომმომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთრეფორმა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელგაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევსადამიანს, იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია.„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრებისექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ რასაცახლა ვამუშავებთ – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ეფექტიანობაზე ახდენდესგავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერიზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანიამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას.პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცათავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. ეს არისუპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზემთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს – როგორუნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდანგარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა.ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ადამიანს თავიდანარიდებადი დაავადებებისგან, მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა,სწორი რჩევით, ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავსმოქალაქეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება