მიხეილ სარჯველაძე ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის(ETUC) წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ევროპის პროფესიულიკავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებსა და საქართველოსპროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.მხარეებმა, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება,მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე,შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგისგანვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე.მინისტრმა, ევროპის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს,მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთოღირებულებების საფუძველზე, მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევუფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ევროპის პროფკავშირებისწარმომადგენლებმა, დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარეპროცესები.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად,მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება