fbpx

მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს-რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.

„ეს ხალხი უნდა შეეშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა. გუშინაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიხეილს სააკაშვილს დაავიწყდა ელენე ხოშტარიას სახელი – დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ძალიან კარგად ახსოვდა ხოშტარიას სახელი. ამით სპეკულირება არ შეიძლება.

ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში.

თავიდან საპატიმროში შემოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, ორი დღის თავზე შეიძინა გარკვეული პროდუქტები. შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და იღებს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები, ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება