fbpx

მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისთვის საქართველოში ინება-გიორგი ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისთვის საქართველოში ინება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული რესურსისა ქართული ოცნება არჩევნებში ხმების 40% – ვერ აიღებს.

“კობახიძემ აი, ამ მლიქვნელებმა ჩაიგდეს ჩვენი ქვეყანა ხელში. გაჩნდა გახარია, ლელო და სხვა პარტიები. ახალი კონფიგურაცია გაჩნდა და ახლა არის დრო ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამ ადმინისტრაციული რესურსებით, ამ ქურდების , დაშინების, პოლიციით, სუს-ით და ამ ყველაფრის გათვალისწინებიღაც კი  40% ვერ აიღებს  – ეს ყველაფერი კვლევებშიც ჩანს. განსხვავებით 2020 არჩევნებისგან ამ არჩევნებზე საქართველოში მიხეილ სააკაშვილი იქნება და ამას ძალიან დიდი როლი ექნება არჩევნების ჩატარებაში და მისი შემდგომი შედეგების დაცვაში. ყველამ ერთად ხელი უნდა გავანძრიოთ, რადგან მარტო მიხეილ სააკაშვილი ცალკე აღებული პარტია ხომ ვერ აიღებს ხმებს? მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მისმა ამომრჩეველმა მოითხოვა”,- აღნიშნავს ბარამიძე

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის საშუალებით  2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა დაანონსა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება