fbpx

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სამსახური, მათი სამედიცინო დეპარტამენტი და ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ახლაა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს შესაბამისი უწყება სრულად მართავს.

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სამსახური, მათი სამედიცინო დეპარტამენტი და ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც ახლაა. ჩემი ჩართულობა, ჩემი კვალიფიკაციის ფარგლებში, ვფიქრობ, არასწორი იქნება სამედიცინო ნაწილში“, – განუცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყებაში უცხოელი ექიმების ლიცენზიის გაცემის საკითხზე, დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს და პროცესი არ ჭიანურდება.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ გრძელვადიანი საექიმო საქმიანობის უფლების მოთხოვნაზე რამე ჭიანურდება. გვიწევს წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალურად შესწავლა. ვადებს ვერ დაგიზუსტებთ. რეგულირების სააგენტო იხილავს ყველა ამ დეტალს. თუ ყველა დოკუმენტს მოიტანენ, რომელიც საჭიროა განხილვისთვის, მერწმუნეთ, არანაირი გაჭიანურება არ იქნება. 4 თუ 5 განცხადება იყო შემოსული და ნაწილი დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება