fbpx

მიხარია, რომ ამ ჯერადაც ჩაეფუშათ კიდევ ერთი მცდელობა ქვეყნის ღალატის

დააბრალე და მერე გინდ თავი იმართლე და გინდ არა.
დიახ, აღარავინ აპირებს თავის მართლებას და არც გატარებას.
ვისთვის აკეთებენ ამ ცრუ სიუჟეტებს, თავის მხარდამჭერებისთვის ხომ არა, რომლებსაც ეტყობა ბიო-მასად თვლიან, აბა მოაზროვნე ადამიანი ჯერ ფაქტებს მოითხოვს და შემდეგ ან დაიჯერებს ან არა.
შემოსული გემი, სანქცირებული ტვირთით, რეალურად რეიდზე დგას და არა საწყობშია გადატანილი, როგორც მავანთ სურდათ წარმოეჩინათ. სიმართლე კი ის არის, რომ გემის გატარებაზე ითქვა უარი და ტვირთი უკან გაბრუნებაზეა ლაპარაკი.
ეს არის ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა.
იცოდნენ რა წინასწარ, რომ ტვირთი სანქცირებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ იმყოფებიან სანქციების სიაში, ტვირთის კონტროლი კი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა, ელოდებოდნენ ჩამოტვირთვას, ასე რომ არ მოხდა, ამის შემდეგ შეთხზეს ცრუ ამბავი, ტყუილად კი არ გააჟღერა გუშინ “მთავარმა” არახამიას გზავნილი ივანიშვილის “საეჭვო” ურთიერთობებზე რუსეთთან.
ეს ერთი ისტორიაა, მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა.
მიხარია, რომ ამ ჯერადაც ჩაეფუშათ კიდევ ერთი მცდელობა ქვეყნის ღალატის.წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება