fbpx

მიშას თავისი მომხრეები სვავებივით ახვევია გარს და ელოდებიან როდის დამძიმდება ან სულაც როდის გავა მარილზე

სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული დაჩი ცაგურია პატიმარ პაციენტზე სოციალურ ქსელში წერს.

“ჯერ იყო და დააწმუნეს აქ თუ ჩამოვიდოდა შუბლით შევანგრევდით ციხის კარს და გამოვიხსნიდით იმ დეგენერატს… კი ნახეთ როგორ ფეხებზეც კიდია ყველას და ნანუკას მეტი იმ ციხესთან არავინ მივიდა, აგერ თვით ხაბე და პეტრეც კი გამოპარულან იქიდან (როგორც ნანუკამ გვამცნო). მერე არწმუნებდნენ რომ ეშიმშილა და არიქა შეიძრებოდა ქვეყანა შინ და გარეთ და ფართოდ გაუღებდნენ კარს “ოღონდ შემწვარი კატლეტით გასკდი და აგერ მობრძანდი პრეზიდენტის სავარძელში და პრდაპირ ჩაეხეთქეო. ეხლაა და არწმუნებენ რომ თუ არ დაემორჩილება ექიმების დანიშნულებას და დამძიმდება არიქა გაგვისკდება გული, ამ გზით დაგვაშანტაჟებენ მთელს ქვეყანას და გადავიყვანთ ბადენბადენში გასართობად რომ მოწყენილობა და დეპრესია გაუქრეს… და ბოლოს ყველაზე საშიში მესიჯი მაგ უტვინოსთვის მოიფიქრეს რომ თუ მოკვდება აი მერე ნამდვილი აპოკალიფსი დაიწყება, მეორედ მოსვლა, წარღვნა, ცეცხლის წვიმა და წყალმოვარდნა ელის საქართველოს.
ამ იდიოტობებს აჯერებენ და მერე სხვას აბრალებენ კლავთო
ვინც ნაცებს დააბრალა რომ ტვინი აქვთ თავში და “მაგრები არიან” ნეტავ იმის თავში ჩამახედა,
თქვე უტვინოებო თქვენ კლავთ თქვენ! ჯერ იყო და სასარგებლოიდიოტების როლი იკისრეთ, დააწრმუნეთ რომ აქ ჩამოსულიყო. ამხელა კაცი ჩასვით განუბაჟებელ არაჟნის კონტეინერში და მიაგდეთ სადღაც ვიღაც შოფრის სახლში… ვინც არწმუნებდით რომ აქ მთელი ქვეყანა მხოლოდ მაგას ელოდა ეხლა მაგ დეგენერატის მაინც არ გრცხვენიათ? მერე არ შეწყვიტო შიმშილობაო ტელე ეთერებიადან მოუწოდებდით… ეხლაა და არწმუნებთ რომ თუ მოკვდება წაილეკება ქვეყნიერება.
მართლა ჩემი დასაცავი გახდება მგონი ეგ შობელძაღლი.

სვავები ახვევია გარს და ელოდებიან როდის დამძიმდება ან სულაც როდის გავა მარილზე რომ ეგებ ქვეყანა აირიოს და რამე ერგით მაქედან. მე კი ვიცი თქვენ რასაც მიიღებთ მაგრამა ძალიან გთხოვთ მე ნუ მაიძულებთ თქვენგან დავიცვა ეგ ბორიტი მანიაკი.წერს დაჩი ცაგურია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება