fbpx

მიტროპოლიტი სტეფანე: ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან

დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან. რაც ილიამ ჩვენ გვიანდერძა, “მამული ენა სარწმუნოება” – სარწმუნოება ამოიღეს, რაღაც ერთობა მოიგონეს, რომელიც არ არის ის ერთობა, ანუ სარწმუნოებით როცა მიდის ადამიანი, მაშინ არის ის ერთობა კეთილი, თორემ სარწმუნოების გარეშე ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა “გამჭვირვალობის კანონის” მეშვეობით გაიგოს უცხოური დაფინანსებების შესახებ, საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო და უარგუმენტო შეტევა წამოვიდა.

“როცა ამ სიტუაციაში ვართ, ახლა წამოვიდა მთელი ძალები, რომლებიც ვხედავთ, უსამართლოა ჩვენზე შეტევა. არ არის სიმართლე და არც უნდათ, რომ განმარტონ, იმიტომ რომ იციან, ტყუილია მათი სიტყვა – უბრალოდ ლოზუნგით გვეუბნებიან, ასე არ გააკეთოთ, ასე გააკეთეთ, ეს არ დაგეხმარებათ და მერე – ამას გავაკეთებთ, დაგასანქცირებთ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. გასაგებია ის ადამიანები, ვინც თავზე იღებს ამ სიმართლით წაყვანას. ხდება ხოლმე, ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც აქვს აუცილებლობა ხელისუფალს, ვინც არის, დადგეს რომელიმე მხარეს – უფლის მხარეს ან მის საწინააღმდეგოდ. დღესდღეობით, გეოპოლიტიკური სხვა რამეა და უფლისმიერი – სხვა რამე, უფლის გზით მივდივართ თუ გეოპოლიტიკურ არჩევანს ვაკეთებთ. ჩვენ პოლიტიკური არჩევანის გაკეთების რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს, ასე უბრალოდ ჩვენს არჩევანზე არავინ წამოვა – ის დიდი ღლავები არიან ჩვენს გარშემო, რომლებიც თავისას ცდილობენ, რომ გაიტანონ. ჩვენ თუ ამას მივყევით, აღმოვჩნდებით ისეთ ამბავში, რომ პრაქტიკულად, გაგვწიწკნიან ნაწილებად.” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ კანონმა აჟიოტაჟი და შიში გამოიწვია, ვინაიდან გამოიკვეთება, რომ თანხები ხმარდებოდა ეკლესიის საწინააღმდეგო და ლგბტ პროპაგანდას.

“რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი როცა ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ისე გავაკეთოთ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, ვიცოდეთ ვინ რას გვიპირებს, ვიცოდეთ, ვინ რა თანხებს დებს – ეს არის ჩვენი არჩევანი. რატომ ეშინიათ ამისი? – იმიტომ, რომ მერე ჩნდება, რომ თურმე ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა დაფინანსებული ამით, გეი-პროპაგანდაა დაფინანსებული. ახლა ჩვენ ვიღებთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს, რომ არ მოხდეს ადამიანის ასეთი სოდომური მიმართულებით წაყვანა და ამაში გვეწინააღმდეგებიან, გვეუბნებიან, რომ დაგასანქცირებთ თუ ამას გააკეთებთ.” – აღნიშნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება