fbpx

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება-#18 სამკურნალო დაწესებულების ექიმი

გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატები იმყოფებოდნენ.

ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #18-ე დაწესებულების ექიმის, მანანა ელეფტეროვა კომენტარი გავრცელდა.

„#18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ #18-ე დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით – თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს ელეფტეროვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება