fbpx

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 პირბადეს დაამზადებს, რომელსაც დედოფლისწყაროს მერიას გადასცემს

მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო 5000 პირბადეს დაამზადებს, რომელსაც დედოფლისწყაროს მერიას გადასცემს. თავის მხრივ, მერია უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.

იღუმენია ნინოს განცხადებით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

იღუმენია ნინოს თქმით, სახელოსნოში დღიურად 500-მდე პირბადეს ამზადებენ. მონასტრის წვერების გარდა, პირბადეების დამზადების პროცესში ადგილობრივი მრევლი მონაწილეობს.

მონასტერთან არსებული სახელოსნო დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის (ENPARD) პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ქართული წარმოების პირბადე სააფთიაქო ქსელებში გაყიდვაშიც ჩაეშვა, მისი ღირებულება კი 50 თეთრია.

გაუზიარე!

Shares