fbpx

მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწოდების გამო

ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია – „ინ ვიტრო“ კლინიკების მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო.

მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili-ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწოდების გამო გოგოები. და ეს, ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება.

უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დაამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.

ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…

კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლ-შვილი და ანგელოზივით ბავშვები…

მე წავიყვან ბავშვებს! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო…სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ“, – წერს მარიამ კუკუნაშვილი.

გაუზიარე!

Shares