fbpx

მინდა, გიორგი ვაშაძეს ერთი რამ ვურჩიო – საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა-ხატია დეკანოიძე

მინდა, გიორგი ვაშაძეს ერთი რამ ვურჩიო – საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მთავრობაში, ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების. შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, გიორგის მისი პარტიის რეიტინგი ამის აფიშირების და ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა პატივი სცეს ამომრჩეველს. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამიტომ მე ზედმეტადაც მიმაჩნია ახლა რაიმე სახის მთავრობაზე საუბარი.”

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება