fbpx

მიმდინარე წელს,ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 მინი სპორტული მოედანი მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში, ჭეჭლაში მოეწყო. პროექტის ფარგლებში მოედანი იზოლირებული მავთულ- ბადით შემოიღობა, დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი, ასევე მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და დამონტაჟდა თანამედროვე სტილის განათებები. განხორციელებული პროექტი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილემ შოთა როსტიაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და რაგბის ბურთები გადასცეს. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში სულ 7 მინი სპორტული მოედანი მოეწყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება