fbpx

მიმდინარე ნარკოპოლიტიკა არის  დამაზიანებელი ჩვენი შვილებისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი-მიმდინარე ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური – დამაზიანებელი ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. აი, ეს ლიბერალური დამოკიდებულება, ლიბერალური პოლიტიკა. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ, ეს ერთი. გვაჩვენა ეს ჩვენ პრაქტიკამ, შედეგებმა, სტატისტიკამ რომ კატასტროფული მდგომარეობა არსებობს, მითუმეტეს ახალგაზრდებში. 

წარმოვადგინოთ, ერთი მხრივ, განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად, კაცი არის სოციალურად დაუცველი, ყოველთვიურად იღებს დახმარებას, შემდეგ ამ დახმარების დიდი ნაწილი მიდის და კარგავს, ჩუქნის ონლაინ კაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად ვიძახი. განზოგადებულ უბედურ შემთხვევას ვამბობ. ამის არა ერთი მაგალითი მე მსმენია. ეს, რა თქმა უნდა, არის  არის ტრაგედია. ამას სჭირდება რეალური ქმედება, თან სასწრაფოდ. ჩარევა სჭირდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება