თაკო ჩარკვიანის განცხადება “კანონი და სამართალის” “ფეისბუქ-გვერდზე” გამოქვეყნდა:
„მივმართავ ბატონ ნიკა მელიას, თქვენ ვერ გამოდექით ლიდერად! საქართველოს არ სჭირდება ასეთი „დასაჭურისებული“ სტრატეგიული გეგმა; თქვენ უნდა დატოვოთ პარტიის თავმჯდომარეობა“
„ბატონებო, საქართველო საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდება!“
„ხელისუფლება მოიქცევა ასე, როგორც ახლა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიღვიძებთ და რუსთაველზე „ივანუშკა“ არ აღმოჩნდება მბრძანებლად. ეს არის მათი სტილი და სტრატეგია! დღეს აღარ დარჩა მედასავლეთე გონიერი ადამიანი, ვინც ასე არ ფიქრობს. მედვედევის წარმოუდგენელ სტატუსში რაც წავიკითხეთ, (რაც მერე აიღეს ქსელიდან), ამ მბძანებლურ მდგომარეობაზე ყველას გვქონდა ეჭვი. მათ ჰიპოფისში აქვთ- რომ სამყაროს მბრძანებლები უნდა იყვნენ.
ყველა ქვეყანაში პუტინს ასე შეჰყავს თავისი ხალხი და მერე ამბობს, რომ იქ თავის მოსახლეობას იცავს! ამას ადასტურებს ის ომები, რაც ჩვენ თვალწინ ხდება, როგორ შევიდა ამ „მიზეზით“ და როგორ დაიპყრო.
უბედურება ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლების გეგმის ნაწილია ეს.
რას ვაკეთებთ, ჩვენ ამ დროს?
ახლა მე ეს უფრო მაწუხებს. რას ვაკეთებთ ჩვენ-ოპოზიცია. ხელისუფლება რასაც აკეთებს, ჩემთვის გამოკვეთილია. ეს არის ივანიშვილის გეგმის ნაწილი.
ხელისუფლებას ხალხის რაოდენობის ეშინია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, პოლიტიკური „რყევა“ გარეთ ქუჩაში და შიგნით პარლამენტში.
საკუთარი ქვეყანა უნდა დავიცვათ. როგორც მაშინ ვაჩვენეთ ევროკავშირის მხარდამჭერ ხალხმრავალ აქციაზე. იგივე რაოდენობის ხალხი ხელისუფლებას სთხოვს პასუხს ამ საკითხებზე.
როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობას კარგავს ქვეყანა, მაშინ მიზეზი, რომ „ზაფხულია ცხელა, ცხელა!“ არ უნდა ითქვას. კოლაბორაციონალების „წისქვილზე“ წყლის დამსხმელებმა პოლიტიკურ ლექსიკონში შემოიტანეს სიტყვა – „პათეტიკა“; სამშობლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის დროს პათეტიკა არ არსებობს.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გრძნობ და გიჟდები და ან მოდიხარ მოქმედებაში, ან არა! აი, ასეთი სიტყვები თესავს ნოჰილიზმს. სულ არ მაინტერესებს პათეტიკურად ჟღერს თუ არა თამარ ჩარკვიანის შემოთავაზებული გეგმა და არა ნიკანორ მელიასი, რომელმაც დააძინა მსხვილი ოპოზიციური პარტია. არ ვდებ ბრალს ღალატში, ბრალს ვდებ ვერ გაკეთებაში. მას „პროცენტებში“ ვდებ ბრალს. 29%-იდან პარტიას რომ ჩამოიყვან, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაცას ვერ აკეთებ კარგად. (რა კარგია, რომ მე სხვა პარტია მაქვს და ვერ დამდებენ ბრალს, რომ იმ პარტიის ხელმძღვანელობა მინდა). დასავლური ვექტორის თითოეული პარტიის ასეთი დოზით განადგურება თუ მოხდება სახელმწიფო დაიღუპება.
ჩვენ უნდა ვიყოთ იმის მოლოდიში 2024 წლამდე, რა მოვა ნიკა მელიას და მისი მიმდევრების თავში? ბევრი არ არის მისი გეგმის მიმდევარი. იქ ბევრი გონიერი ადამიანია და ვხედავ, რომ არ ეთანხმებიან.
ყველამ იცის, რომ მე ვარ მუდამ ბოიკოტის მომხრე, მაგრამ თუ ვართ პარლამენტში და მე არ ვიცოდე, რა დანაშაულებრივი ვერდიქტი გამოაქვს ხელისუფლებას ამ გადამწყვეტ ჟამს, ამაზე დიდი სისულელე არც მგონია რამე იყოს. მე ყოველი ნაბიჯი მაინტერესებს და მთლიანად ჩართული ვარ პროცესში.
წარმოიდგინეთ, მიკლავენ სახელმწიფოს და მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ არ „დამიხვრიტონ“ ჩემი ქვეყანა! მე არ ვაპირებ მოვესწრო და ჩემს ქვეყანაში ვიღაცის ბინძური „ჩექმა“ ვნახო !
ორი ვარიანტი განიხილება. 1. რუსეთის გეგმა ბოლომდე შესრულდეს და საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
2. ვინაიდან საქართველოში დიდი რაოდენობით რუსული კომპანია დარეგისტრირდა და მოქმედებენ სანქციების მიღმა, მათ აქვთ დიდი ინტერესი, რომ საქართველო დასანქცირდეს; 13 ათასი კომპანია რომ დარეგისტრირდა და ამას დასავლეთი შეიტყობს, აქ შესაძლოა „შავი ფულის მრეცხავი“ იყოს და ქვეყანა დაზარალდეს.
ახლა ისმის კითხვა- რას ვპატრონობთ ჩვენ? ყველა მოქალაქეს მინდა ვუთხრა, საკუთარ თავს ვუპატრონოთ ბატონებო! მოდით, მოქალაქეებმა გავაანალიზოთ, რომ ჩვენი ოჯახების, შვილების ქონება არ აღმოჩნდეს, ამ კორუფციონერების მიერ გაფლანგული და სანქციების ქვეშ არ მოყვეს. არ მგონია, რომ ამას დიდი პროპაგანდა სჭირდება. ამას ტვინი და პრაგმატული ჭკუა სჭირდება.
ბატონებო, საქართველო საბჭოთა კავშირში არ დაბრუნდება! ამას მოყვება დიდი საპროტესტო აქციები. მე ჩართული ვარ ყველაფერში, გავიგო რა განაჩენის გამოტანა უნდა ხელისუფლებას.
მინდა მივმართო მსხვილი ოპოზიციური პარტიის საბჭოს, იციან, რომ ჩემნაირი გულშემატკივარი ორი არ ეყოლებათ; მივმართო ბატონ ნიკას,
მე თქვენ ადგილას წავიდოდი ასეთი სუსტი ლიდერობის გამო. თქვენ უნდა დატოვოთ პარტიის თავმჯდომარეობა და მისცეთ საშუალება პარტიას აირჩიოს ლიდერი, იქ ბევრი კარგი პოლიტიკოსია. საქართველოს არ სჭირდება ასეთი „დასაჭურისებული“ სტრატეგიული გეგმა; თქვენ ვერ გამოდექით ლიდერად! შეიძლება ისე ძალიან კარგი პიროვნება ხართ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ლიდერობა და პოლიტიკოსობა კიდევ სხვა რამ არის.
შენ ვერ უნდა აგაყირაოს ისეთმა ტიპმა, – ბოკერია რომ ჰქვია. ეს არის ჩემი რჩევა ტელე-ეთერიდან. მე ვგულშემატკივრობ დასავლური ვექტორის პარტიას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მესამე პრეზიდენტზე, ის სამშობლოდან ვერასდროს დისტანცირდება. მას ისეთი ბმა აქვს თავის ქვეყანასთან. ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და დარჩება პრეზიდენტად; მას ახლა ძალიან უჭირს და ხალხი მას გვერდით უნდა დაუდგეს, განსაკუთრებით მედასავლეთეები, რომ სამომავლოდ თავი არ მოვიჭრათ, რომ რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი ციხეში არ მოკვდეს.“
თაკო ჩარკვიანი,
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი,
„ტვ პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები“. 03.08.22