fbpx

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

“ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სხვა ადგილებში დაიწყო. შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.”

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესცენტრი განცხადებას აქვეყნებს.

ევროკავშირი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მოსაძებნად აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.

“ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს მხარეებს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება