fbpx

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტისგან თავი შევიკავოთ“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, კონსტიტუციური ინსტრუმენტის გამოყენებით, „ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟის მცდელობას და მანდატების გაუქმების თაობაზე განცხადებები არ დააკმაყოფილოს

„დეპუტატებს კიდევ ერთხელ მივეცით შესაძლებლობა შეასრულონ მათი მხარდამჭერების სურვილი და დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს.

მანდატების გაუქმების შესახებ დეპუტატებს ინდივიდუალური განცხადებები აქვთ დაწერილი, შესაბამისად ყველა მათგანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტში კენჭს ცალ-ცალკე უყრიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება