fbpx

მთავარი არხის ჟურნალისტმა,  ​გიგლა თუმანიშვილმა, რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო

მთავარი არხის ჟურნალისტმა,  ​გიგლა თუმანიშვილმა, რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო

როგორც ჟურნალისტი ტელეკომპანიასთან ამბობს, ქვეყანა ახლა დიდი საფრთხის წინაშეა და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში. თუმანიშვილი  საქართველოს ექპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

“მე პირადად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის არ ვიბრძვი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით ყველა ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადასარჩენია საქართველო. თუკი ჩვენ დავუშვით ის, რასაც ხელისუფლება გეგმავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაიყვანონ არსად და მოკლან ის რუსთავის ციხეში, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, რომლისთვისაც ყველას რითიც შეგვეძლო ისე ვიბრძოდით”.- ამბობს თუმანიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება