fbpx

მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა-ალეკო ელისაშვილი

„მთავარია, გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მან „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ალეკო ელისაშვილი საკუთარ ცხვირზე უფრო შორს ვერ იყურება“.

„რა მაგარი რაღაც თქვა არა – იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, დიდი ცხვირი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყოის ცხვირი გიგი უგულავასავით.

ეს არის მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მდაბიოობაა, ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი მდაბიური საქციელი არ მიკვირს.

მე რა მინდა დავამკვიდრო პოლიტიკაში – რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელი და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში.

როდესაც, მთხოვ, შემხვდი, როდესაც მწერ, მირეკავ (მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ), რომ იქნებ შევთანხმდეთ, მაჟორიტარებზე გვინდა შენი აზრი გავიგოთ, როდესაც მხვდები და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატომ ჭორაობ და რატომ გამოგაქვს?

გაუზიარე!

Shares