fbpx

მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება-პრეზიდენტი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ პოლიტიკური პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ.

შეწყალების მეორე პირობად კი მან მედიატორებისგან შეთანხმების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება დაასახელა.

„თუ სასწორზე დევს ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილური განვითარება და მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობაა პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება

ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები ხელს მოაწერენ დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩი გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთ კვირაში ხელს მოვაწერ შეწყალებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა  ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა.

ახალი წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება