fbpx

მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, დავიცავ ოდესას ბოლო წუთამდე-მიხეილ სააკაშვილი

„მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, დავიცავ ოდესას ბოლო წუთამდე“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის რადიოსადგურის – „ეხო მოსკვის“ ერთ-ერთ პროგრამაში ისაუბრა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ყველა მონახავს მეთოდს, თუ როგორ დაიცვან უკრაინა.

„თუ რუსეთი, ვლადიმერ პუტინი ყირიმისკენ გაჭრას გადაწყვეტს, თუ იგი ოდესას ისევ ხელში ჩაიგდებს, როგორც მას მიაჩნია (იგი თვლის, რომ ოდესა რუსეთის იმპერიის ნაწილია, იმპერიის პროექტია ისევე, როგორც სევასტოპოლი), მაშინ მთელი უკრაინა ფეხზე დადგება. მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, დავიცავ ოდესას ბოლო წუთამდე. ასეთი განწყობა ბევრ ჩემს ოდესელ მეგობარს აქვს…

მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია. მოვნახავთ მეთოდებს, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი სახლები. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მე უფრო რეფორმების გატარებაზე, ქვეყნის რეფორმირებაზე ვფიქრობ… და არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატს ხელი ვტაცო და ვიღაცას ვესროლო… ეს, საერთოდ, ყველაზე კოშმარული სცენარია“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება