fbpx

მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისგან ახლა თავს შევიკავებ-მირიან ნიკოლაძე

რატომ არ გაუსწორდნენ გურამ ამირხანაშვილს, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით წამოიყვანეს თავდამსხმელებმა თბილისში და რატომ უნდა გასწორებოდნენ გიორგი შაქარაშვილს – ამ კითხვებთან დაკავშირებით გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პასუხობს, რომ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს.

თუმცა ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხი ექსპერტიზის დასკვენებთან შესაძლოა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი გასაღები იყოს.

„ეს არის იმდენად საკვანძო სიტყვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ექსპერტიზის დასკვენებთან ერთად ერთ-ერთი ასე ვთქვათ გასაღები ამ მოვლენის ახსნისთვის იყოს ესეც.

მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გაჟღერებისგან ახლა თავს შევიკავებ, თუმცა ვადასტურებ, რომ ამ კითხვებს აქვს დიდი მნიშვნელობა საქმისთვის და შესაძლებელია მან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „ფორმულას“ ეთერში

გაუზიარე!

Shares