fbpx

მე ვარ 80 წლის და მე და­ვა­მარ­ცხე კო­რო­ნა ვირუ­სი-გიული ურუშაძე

80 წლის ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. .მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი.10 დღე ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს. ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ.

ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი ურუ­შა­ძე, პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-მეც­ნი­ე­რი გახ­ლავთ. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე სო­ლი­კო ხა­ბე­იშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც 1992 წელს ე.შე­ვარ­დნა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტად და­ი­ნიშ­ნა.

ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა­ზე, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ოჯახს ხმა­მაღ­ლა არ უსა­უბ­რია. მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლი სწო­რედ იმ ცნო­ბილ ორ­მოც­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კლას­ტე­რი იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება