fbpx

მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე, იქ ვდგავარ ეხლა, სადაც მგონია რომ აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი, რომელმაც უკვე დაგვაზიანა-კარლო ამირგულაშვილი

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მივეკუთვნები, ვემსახურები მხოლოდ საქართველოს!

იქ ვდგავარ ეხლა, სადაც მგონია რომ აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი, რომელმაც უკვე დაგვაზიანა, დააზიანა ჩვენი ევროპული ურთიერთობები და საერთაშორისო იმიჯი. ეს კანონი არ ემსახურება გაერთიანების, მშვიდობის, აღმშენებლობის და ჩვენი ისტორიული და თავისუფალი ევროპული განვითარების საქმეს! ეს კანონი იმდენად ბოროტულია, რომ ის განხილვამდეც კი არ უნდა მისულიყო!

დამოუკიდებლობის სამი ათეული წელია გამუდმებულ დაძაბულობაში ვცხოვრობთ – ეს უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, რათა ბევრი მონდომებით, შრომითა და ქვეყნის სიყვარულით ქართული, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ! ეს ის მდგომარეობაა, როცა ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, ისტორიის ქართულ მხარეს, ისტორიის ევროპულ მხარეს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება