fbpx

მე დღეს ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ-გახარია

მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს

განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება