fbpx

„მე და ჩემ ცოლს დაგვარტყა ამ ჩემის ცხრამეტიანმა!” – სანდრო ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სანდრო ბარამიძეს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოციალურ ქსელში ამის შესახებ სანდრო ბარამიძე სტატუსს აქვეყნებს.„მე და ჩემ ცოლს დაგვარტყა ამ ჩემის ცხრამეტიანმა! საბედნიეროდ, ჩემ ცოლს რთული ფორმა არა აქვს. მე რაც მეხება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩაქუჩს მირტყამენ მთელ ტანში. თავი მგონია, რომ ჩემი არ არის, ისე მილაყლაყებს. ცალკე ჩემი დაა ავად თავის სახლში. მეშინია ხანში შესული დედაჩემის გამო. რისკის ქვეშ არიან ჩემი დისშვილები და მათი ბავშვები. ჩემი შვილი და მისი პატარა შავი კატა ჩვენგან იზოლირებული გვყავს და, ღვთის მადლით, კარგად არიან”, – წერს სანდრო ბარამიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება