fbpx

მე დავემორჩილები არა პრემიერის სურვილს, არამედ მის გადაწყვეტილებას-ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია პრემიერმინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის თუ წარდგენას.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე დასძინა, ის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

„ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მე დავემორჩილები არა პრემიერის სურვილს, არამედ მის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს განაცხადა, მას სამედიცინო სექტორთან კარგი ურთიერთობა აქვს და წარმოდგენა, თითქოს მას კლინიკების ხელმძღვანელობასთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, მედიის შექმნილია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა მომავალი კვირის ბოლომდე უნდა გამოუცხადოს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოხვდება მინისტრთა ახალ კაბინეტში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება