fbpx

მე გახარიას პარტიაში არ აღმოვჩნდები,ვიქნები იქ სადაც ვარ-კახა კახიშვილი

ისეთი ტიპის გადაწყვეტილება, რაც დღეს გიორგი გახარიასგან ს მოვისმინეთ, ერთ დღეში არ მიიღება – – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა

კახიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ დატოვებისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გახარიამ კარგად გაანალიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

“ის, რაც  გიორგი გახარიამ განაცხადა მოსალოდნელი იყო. გახარია  ის ადამიანია, რომელმაც მმართველობის პერიოდში გარკვეული მხარდამჭერები – უშუალოდ მისი მხარდამჭერები მოიზიდა. შესაბამისად, ჩათვალა, რომ დივიდენდები, რაც მას გააჩნია, არ უნდა დაეკარგა. პოლიტიკაში მაინც და მაინც ასე არ ხდება, როცა ყველას წარმატებული მხარდაჭერა აქვს.გიორგი გახარიამ   საკუთარი ქარიზმით, კარგი კითხვა-პასუხებით მიაღწია იმას, რომ მხარდამჭერთა მობილიზაცია მოახდინა. ალბათ მან დღეს უკვე ჩათვალა, რომ პოლიტიკაში უნდა დარჩეს. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები ერთ დღეში არ მიიღება. როგორც ჩანს, არც ნიკა მელიას  საკითხი იყო გარდამტეხი. შეიძლება  ნიკა მელიას  საკითხი იყო ერთ-ერთი გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მხოლოდ ეს “ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი ვერ იქნებოდა. ალბათ ასეთი გეგმა არსებობდა და ნიკა მელიას  დაკავების ოპერაცია ერთ-ერთი საკვანძო წერტილი იყო, როცა გახარიამ “ქართული ოცნებისა“ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა  კახა კახიშვილმა

გარდა ამისა, როგორც კახიშვილი აღნიშნავს, ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სწორედ გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ.

“შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, –

“თუკი დღეს ოპოზიციური პარტიების რაღაც ნაწილი  გახარიას “ქართული ოცნებიდან“ წასვლასა და პოლიტიკაში გამოჩენას მიესალმება, ეს იმას არ ნიშნავს, ხვალაც იგივე განწყობა ექნებათ, როდესაც ხმების მობილიზაციის კუთხით ის მათი ერთ-ერთი კონკურენტი აღმოჩნდება”, – განაცხადა კახიშვილმა

კახიშვილი არც იმ პოზიციას იზიარებს, რომ გახარიას მიერ პარტიის შექმნა პოლიტიკური პროექტი შეიძლება იყოს, “კონსტრუქციული ოპოზიციის ფორმირების მიზნით“.

“პოლიტიკურ პროცესებში თავის დამკვიდრება იმდენად რთულია, რომ გადაწყვეტილებების მიღება ასე მარტივად არ ხდება“, – აღნიშნა კახიშვილმა

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ პირადად ის  გახარიას პარტიაში აღმოჩნდეს, კახიშვილმა განაცხადა, რომ ეს მოსალოდენლი არ არის და იქნება იქ, სადაც ახლა არის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება