fbpx

“მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი… “-რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში , მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე რეზო ამაშუკელი.

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974) წლებში.

იყო  საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986), 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

იყო პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე (1993).

არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).

იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968) .

საინფორმაციო-სააგენტო ,,იქსნიუსი ” დიდი მწუხარებით უთანაგრძნობს ბატონი რეზოს ოჯახს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება