fbpx

მე ანზორ ერქომაიშვილის გაზრდილი ვარ და თაკოს ნასროლი ტალახის ერთი შხეფიც ვერ მომწვდება-იოსებ ჭუმბურიძე თაკო ჩარკვიანს

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე პუბლიცისტ და პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანის ბინძურ პაქვილს პასუხობს-

„ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს რის წინააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.”***კონსტანტინე გამსახურდიას ეს სიტყვები თაკო ჩარკვიანს, რა თქმა უნდა, წაკითხული არ ექნება.განა სხვა რა აქვს წაკითხული?!რაიმე რომ წაკითხული ჰქონდეს, ხომ პუბლიცისტი ვერ იქნებოდა?!***გაუგია კულტურის მინისტრის მრჩევლად ჩემი დანიშვნის ამბავი და სასწრაფოდ მორიგი ცილისწამება გამოუცხვია: იმ ხალხთან მაკავშირებს, ვისთანაც სრულიად არაფერი მაკავშირებს, ან საერთოდ არ ვიცნობ. როგორ გავაგებინო ამ ზღაპრულად უწიგნურს, რომ მე ნოდარ ტაბიძის, რეზო თაბუკაშვილის, აკაკი გაწერელიას, ბაჩანა ბრეგვაძის, ანზორ ერქომაიშვილის გაზრდილი ვარ და თაკოს ნასროლი ტალახის ერთი შხეფიც ვერ მომწვდება.მეამაყება, რომ ხსენებულ თანამდებობაზე ჩემი მთავარი რეკომენდატორი სწორედ ბატონი ანზორი იყო.*** რაც შეეხება თეა წულუკიანს, ვისაც თაკოსდენი ჭკუა ნეკა თითის ფრჩხილში აქვს, ჩემი დაცვა, ალბათ, არ დასჭირდება.თუ დასჭირდება, ისე დავიცავ, როგორც ჩვენს ღირსებას შეეფერება და არა თაკოს სასაცილო „კანონსა და სამართალს.” შეგახსენებეთ რომ თაკო ჩარკვიანმა ორი დღის წინ ბინძური ცილისმწამებლური პოსტი მიუძღვნა იოსებ ჭუმბურიძეს-თაკო ჩარკვიანი-წულუკიანმა, აი ასეთივე “ტროლ გარეწარი” დაინიშნა ახლა კულტურის მინისტრის “მრჩევლად” -ვინმე იოსებ სოსო ჭუმბურიძე, ამ კლასტერის ” ტროლ- ქილერი” გახსოვთ ერთხელ დავწერე , მას ასე მოიხსენიებენ :ნუგზარ ფოფხაძის ასო ბგერა ( ჭ) იგივე სოსო ჭუმბურიძე და ” პატარა შპიონი” წულუკიანმა კულტურის სამინისტროში მრჩევლად წაიყვანა , სიბინძურეების გამო დააჯილდოვეს, ლაშა ნაცვლიშვილი ამ ასო ბგერა ( ჭ) სთან შედარებით, “ვაჟკაცი “ და “რაინდია “,დანარჩენს ფაქტებით და ნიუანსებით ,სხვები მოყვებიან ცოტა ხანში. ამდენი ასო- ბგერა ( ჭ) საიდან ამ საწყალ საქართველოში ღმერთო?!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება