fbpx

მეც იარაღით გადავაადგილდები – კახა ოქრიაშვილი

„მეც იარაღით გადავაადგილდები“,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ გადაადგილდებოდა დიმიტრი შაშკინი იარაღით.

როგორც ოქრიაშვილი ამბობს, დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს.

„იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები“,- ამბობს კახა ოქრიაშვილი.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ „იმედინიუსმა“ გაავრცელა სურათი, რომელზეც , „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული.

მოგვიანებით დიმიტრი შაშკინმა დაადასტურა, რომ ბოლნისში იარაღით გადაადგილდება. როგორც შაშკინი აცხადებს, რომ მას უფლება აქვს, იარაღი ატაროს

გაუზიარე!

Shares