fbpx

მეუფე სტეფანე სალომე ზურაბიშვილზე – მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ მას ხმა მივეცი

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბოდიში მოუხადა ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რომ არჩევნებში ხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისცა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის მისი სირცხვილი, რომ შედეგი ვერ გაითვალისწინა“.

„ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან, ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია, რომ პირდაპირ არ ხვრეტდნენ ქუჩებში ხალხს, თორემ, მათ („ქართულმა ოცნებამ“) დანარჩენი კანონმდებლობით მათზე მეტი პრობლემა შეუქმნეს დღევანდელ საქართველოს. რეალურად ისეთი ვითარებაა, რომ ანტიქრისტიანული კანონები სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ლაპარაკობენ ახლა მედიის თავისუფლებაზე და ამ დროს, ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, მათ თავისუფლებაზე არავინ არაფერს ამბობს.

ყველამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არაფერი არავის გაუკეთებია ისეთი, რაც მათ არ გაუკეთებიათო. გაცილებით მეტად იცავენ ყველა სტანდარტს, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონო. გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ოღონდ „ცოტა ისე უნდა დაიხუროს“, დაახლოებით ასე ლაპარაკობს, რასაც ამბობს, ისე ვამბობ.

მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არცერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ. ის ქადაგებისას ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პუნქტსაც შეეხო, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. „დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქსრიტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია ახლა. კანონმდებლობით უნდათ შემოიტანონ ყველა ის საკითხი, რომლითაც, ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში ყველა მონაწილეობს, ის, ვინც აცხადებს, რომ პირნათლად შეასრულებს იმ 12 პუნქტს, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის რა წერია იმ მოთხოვნებში რეალურად? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არ არის განხილვაში.

თვითონვე განიხილავენ, მერე რაღაცებს კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთო. იმ პუნქტებში არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით რაღაცების მოწესრიგება. ეს რას ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით და ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურების მხრიდან.

თითქოს სუვერენიტეტის გამო ამბოხებაა რამდენიმე ადამიანის, რატომ გვეუბნება ელჩი ასე, ან რატომ ერევა ელჩი სასამართლოში და სხვა რაღაცებში. ერთი მხარე მართალია, მაგრამ ეს არის ჩხუბი, რომელიც უნდა იყოს და ჩვენ, ხალხმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვინმე იბრძვით. ამ დროს, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ყურმოჭრილი მონა, რასაც გვეტყვიან იმას შევასრულებთ და ეს 12 პუნქტი ყველასთვის არის ყველაფერი, ანუ ღმერთიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს 12 პუნქტი უზენაესი ღირებულებებია, ამის იქით ჩვენი არსებობა შეუძლებელია და საქართველო დაიღუპება. აი, ასეთი აზრი მოდის“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ. მისი თქმით, დღეს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა „გეი პარადები“ და ფერად-ფერადი ცხოვრება.

როგორც მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, სწორედ ამის შესახებ არის საუბარი 12 პუნქტში. „იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული, ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას.კაცზე კაცის გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამკვიდრებული და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის ეს წყევლა. ეშინოდეს ყველას, ვინც ამას საქართველოში ამკვიდრებს. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ მათ შეგრძნება აღარ აქვთ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება