fbpx

მესტიაში, მაშველები ხანძარს ებრძვიან

მესტიასთან, სოფელ ლატალის ტყეში მეხანძრე -მაშველები ხანძარს აქრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება სოფელ დიზის მიმდებარედ უკვე მოახდინეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ადგილზე გამოცხადდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები.

ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში

გაუზიარე!

Shares