fbpx

მერაბ კოსტავამ მითხრა ირინა სარიშვილი ნამდვილად სუკ-ის აგენტიაო-ირაკლი კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ქალბატონი ირინა სარიშვილი გამოხტა თავის გვერდზე და ჩემი გინება ატეხა. მე ეთიკური მოსაზრებებით არ მინდოდა მასზე დაწერა და რახან მან გამომიწვია ამ დებატებში და თან ჩემი ზრდილობიანი პასუხის მერე დამბლოკა კიდეც მაშინ აქ ვუპასუხებ.

მე ძალიან ახლო ურთიერთობაში ვიყავი გია ჭანტურიასთანაც და ირინასთანაც 1989-90 წლებში. ამავე დროს კარგი ურთიერთობა მქონდა ზვიადთან და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთანაც. ერთად ვიყავით ყველანი წარმოდგენილნი ‘ეროვნულ ფორუმში’ 1990 წელს. ჩვენ ამერიკაში ერთად ვიყავით წასულნი 1990 წლის აპრილში და იქ მოხდა ჩვენი პირველი გაუგებრობა სწორედ ედუარდ გუდავას წყალობით.

ამის მოწმეა გოგა კალანდაძე, რომელიც ჩემთან ერთად იყო ამერიკაში პირველი ვიზიტისას. ჯერ ყველანი ერთად ვიყავით: ზვიადი, გია, ირაკლი, და ყველა წევრი ფორუმის. როგორც კი ჩამოვედით 1990 წლის მაისში, ეროვნული ფორუმი დაშლილი დაგვხვდა. ჩვენ, ქრისტიან დემოკრატები გამოვედით შერიგების და ისევ გაერთიანების ინიციატივით – და მხარი დავუჭირეთ ქვეყანაში ერთი არჩევნების მოწყობას – იმას, რასაც ზვიადი ამბობდა. მივედით გიასთან და ამ თემაზე ვესაუბრებოდით, როდესაც ირინა შემოვარდა ოთახში და ისტერიკა მოაწყო.

ეს იყო ჩვენი ბოლო კონტაქტი. მერე ზვიადმა მაჩვენა მერაბ კოსტავას ბოლო წერილი მისთვის მიწერილი, სადაც მერაბი ეუბნებოდა, რომ ყველას უნდა შევურიგდეთო, მაგრამ ირინა სარიშვილი ნამდვილად სუკ-ის აგენტიაო.

სამწუხაროდ, ეს მართალი აღმოჩნდა. არც თვით მერაბ კოსტავას უყვარდა ასეთი რაღაცეების ლაპარაკი, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ეს დაწერა, იყო ირინა სარიშვილი, ჯერ კიდევ 1989 წელს – გარდაცვალებამდე. გულწრფელად მინდა ვთქვა რომ არ მინდოდა ამდენი ხნის განმავლობაში ამის დაწერა, მაგრამ ირინამ თვითონ გამომიწვია. ამის მერე მოხდა ბევრი ფაქტი, რამაც მერაბის ეს სიტყვებ დაადასტურა. და ერთ-ერთი ამის დადასტურება სწორედ ეს პრაღის 24-ე რეზოლუცია იყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ირინა იყო. მის გვერდზე კი მისი ძვირფასი კგბ-ს კოლეგა მიხეილ სააკაშვილი წამოცუცქულიყო, რომელიც უკვე ლეიტენანტის წოდებს ფლობდა 23 წლის ასაკში, რადგან კგბ-ს ჯარებში მსახურობდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება