fbpx

მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19
წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის
სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. სტუმრებმა და ბრიგადის
ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და
მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი
პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.
სამხედროებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე”, „უმწიკვლო სამსახურისთვის“,
„გიორგი ანწუხელიძე”, „გენერალი მაზნიაშვილი”, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და
„საბრძოლო იარისთვის“ გადაეცათ. გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ
ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და ვაზიანის საჯარო
სკოლების მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ დაათვალიერეს ბრიგადის
ტექნიკა და აღჭურვილობა. ღონისძიება გმირთა ხეივანში ხეების დარგვით დასრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება