fbpx

მელია ტყუილად ბაქიბუქობდა,დაიჭირეს კიდეც და გირაოც მიიღო -ირაკლი ღარიბაშვილი

არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მელია ტყუილად ბაქიბუქობდა.

“აღარ არის საინტერესო… დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ… მე მაქვს შემდეგი პოზიცია – ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად”, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება