fbpx

მელია ელჩებს: დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ, მაინცდამაინც შუბლი უნდა გამიხვრიტონ?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ნიკა მელიამ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც 16 ნოემბერს, გამთენიისას ამ დროისთვის უცნობმა პირებმა გლდანის რაიონში მისი შტაბი გადაწვეს. 

ამის შესახებ ნიკა მელიამ მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც 16 ნოემბერს, გამთენიისას ამ დროისთვის უცნობმა პირებმა გლდანის რაიონში მისი შტაბი გადაწვეს. 

“მივმართავ ჩემს მეგობრებსაც და პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც ჩვენს ქვეყანაში: მოდით და დადექით ჩემთან ერთად და გააპროტესტეთ უსამართლობა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ძალადობენ?! ვერ ხედავთ, რომ უფრო და უფრო ახლოს ეცემა ის ნაღმები, რომლებიც ქვეყანაში ძალიან დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს?! მაინცდამაინც შუბლი უნდა გამიხვრიტონ მე ან ჩემს მეგობრებს, რომ მიხვდეთ, რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე?”. – თქვა ნიკა მელიამ. 

ოპოზიციური ლიდერის თქმით, ის ამ ბრძოლიდა “თავდახრილი” გასვლას არ აპირებს და შეავიწროვებს ყველა ე.წ კანონიერ ქურდსა, თუ მათ დამქაშს, რომელიც შეკრულია პოლიციასთან. 

ნიკა მელიას თქმით, მას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მისი ოფისი “კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი” ე.წ კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძისა და მისი ძმის, ლევან შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. როგორც ნიკა მელია ამბობს, ნოდარ შუკაკიძე საბერძნეთშია, თუმცა, გლდანის “დანაშაულებრივ სამყაროს” სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ძმის მეშვეობით აკონტროლებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება