fbpx

მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს

გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი – თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს:

1 – ავთენტიკურია, თუ არა ჩანაწერი

2 – ჩანაწერი არის, თუ არა უწყვეტი, ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები.

3 – არის თუ არა, ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა), ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში.

აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს.

ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის, თუ მოსაუბრეების ხმა, ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ, მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა – არის თუ არა, ჩანაწერი მონტაჟი, ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტალურ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით.

ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილოს ფლანგმა, ამ დრომდე სწორდ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი.

თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე. 🙂წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება