fbpx

მეეჭვება რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულ ოცნებას“ გადამწყვეტი კონკურენცია გაუწიოს-არჩილ თალაკვაძე

მეეჭვება რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ თუ ახალმა პარტიამ, რომელსაც გიორგი გახარია ჩამოაყალიბებს, გაუწიოს გადამწყვეტი კონკურენცია და გადამწონი არგუმენტი აღმოჩნდეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შექმნა დემოკრატია, რომლის პირობებშიც ასპარეზი ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს.

„ჩვენ შევქმენით ზუსტად ისეთი დემოკრატია ქვეყანაში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ასპარეზი. ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, შევქმენით თავისუფალი ველი მედიისთვის და თქვენი კრიტიკული კითხვები და მიკროფონების რაოდენობა ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ამიტომ, ამ დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ის 48%, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არის ძლიერი ლეგიტიმაცია. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ევროპის დემოკრატიებში ბევრად უფრო ნაკლები მხარდაჭერითაც კი პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საშუალება და უფლება ჩამოაყალიბონ მთავრობა და უმრავლესობა. ამიტომ, ვარწმუნებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ მხარდაჭერას მიიღებს “, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება