fbpx

მედიამონიტორინგი

დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს
მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. ყალბი
ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპის დაზიანების მძლავრი
იარაღია. ჭორები, მოსმენილი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება გამოიყენება
პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვისთვის და
დისკრედიტაციისთვის. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება
აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ
პოლიტიკურ დისკუსიას.
განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების
მხრიდან, ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული
დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია.
სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ
მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი,
დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება.
ანგარიშში გაანალიზებულია, სამი მედიასაშუალების – „მთავარი“, „ტვ პირველი“,
„ფორმულა“ – საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და
თოქ-შოუების მაგალითზე. მედიამონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-12
სექტემბრის შუალედს.

4

მეთოდოლოგია
ანგარიშის მომზადებისას, შემუშავდა მედია მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომლის
საფუძველზეც თვისებრივად და რაოდენობრივად გაანალიზდა, სამი არხის საინფორმაციო
გამოშვებები და თოქ-შოუები.

შინაარსობრივი ანალიზი განხორციელდა შემდეგ კრიტერიუმებზე დაკვირვებით:
 ფაქტების სიზუსტე;
 ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება;
 წყაროთა ბუნდოვანება/სიცხადე;
 წყაროთა ნეიტრალურობა/ მიკერძოება;
 ჟურნალისტის ენა;
 დაბალანსებული გაშუქება;
 ვარაუდების დასაბუთება/დაუსაბუთებლობა;

საინფორმაციო გამოშვებების შინაარსობრივი ანალიზისას, რეპორტაჟები შემდეგი
კატეგორიებით დაიყო:
 დეზინფორმაცია;
 ზიზღის ენა;
 მანიპულაციური შინაარსის შემცველი სიუჟეტები;

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება