fbpx

მეგის ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის  სპეც რეისით ჩამოყავთ

8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში ელოდებიან. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოჰყავთ.

ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.

2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამადასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპორტითაც.

ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა. 4-წლიანი პროცედურების შემდეგ ხელმეორედ დააკავეს, იუსტიციის სამინისტროს და კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი მაღალჩინოსანი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გადმოეცა.

მეგის ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა. ამის შემდეგ, მას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება