fbpx

მეგის ქარდავა ვინ არის, ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში, პირველ არხს განუცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, არ იცის რა კავშირი აქვს ქარდავას უკრაინასთან.

„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ და უბრალოდ ეტყობა, სახელი და გვარი აინტერესებს ვიღაცას და ატრიალებს.

უცნაური სახელია ხომ? მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ პიროვნებას და არც ის ვიცი, უკრაინასთან რა კავშირშია. რატომ აღმოჩნდა უკრაინაში, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი თემის გამოყენება პროვოკაციისთვის ამ მოძრაობის წინააღმდეგ, რაც სცადა უკრაინის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ, არ გამოვა იმიტომ, რომ მეგისი თუ სხვები და ვიღაცები ამას მნიშვნელობა არ აქვს, აი ეს არის ჩვენი ხალხი. რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, იმედია ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე დაუსწრებლად საქართველოში აქვს მისჯილი. მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.

ქარდავა კიევის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსი კიევში ივანო-ფრანკოვსკის ციხიდან გადაიყვანეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება